პირველი დღიდან გავეცანი პროექტებით სწავლებას. გავაკეთე ჩემი პორტფოლიო. მოვისმინე სხვების პროექტების განხილვა.
შევქმენით საქაღალდეები სადაც შევინახეთ შესაბამისი დოკუმენტაცია.გავეცანით მრავალ დამხმარე ფაილს რესურსების საქაღალდედან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და მათი ნიმუშები. გავეცანით პროექტების დიზაინის თემას განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები.განვიხილეთ პორთფოლიოს, გამოცემის და სხვა ჩეკლისტები. გამოვაქვეყნეთ ბუკლეტები.გავეცანი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს წავიკითხეთ ერთმანეთის პროექტების მიმართულების მიმცემი კითხვები.შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,ვიმსჯელეთ რამდენად აუცილებელა შეეფასება ხდებოდეს პროექტის ყველა ეტაპზე.მის მიზნებზე და გამოყენებაზე
ავტვირთეთ ბუკლეტები დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, სტანდარტზე, გავიარეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. დავხვეწეთ აზრვენების ზედა დონის უნდარ-ჩვევები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.
გავაკეთეთ სტუდენტის ნიმუში , პრეზენტაცია, შევიტანე შესწორებები ბუკლეტში ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მე-9-ე დღეს მოვახდინეთ პრეზენტირება ჩვენი პროექტების.
ამ პროექტმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვცა, ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის
No comments:
Post a Comment